Tuesday, December 1, 2009

გალაკტიონის დაბადების დღისადმი მიძღნილი კვირეული



გ.ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 17 ნოემბერს VIII3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი „ისე ერთია გალაკტიონი“ ქართულ ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ფატი ჭარბაძემ მოსწავლეებთან ერთად არაჩვეულებრივად წარმოაჩინა გალაკტიონის ცხოვრება და შემოქმედება. გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, თვალსაჩინოებებთან ერთად გამოყენებული იყო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

2009 წლის 17 ნოემბერს პედაგოგმა ლელა გუგუციძემ V4 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი „უკვდავების ბინადარი“, რომელიც მიეძღვნა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს. თითქმის მთელმა კლასმა მხატვრულად წაიკითხა გ. ტაბიძის ლექსები, წერილები და ბიოგრაფიული მასალა. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „საუკუნის პორტრეტები“, რამაც უფრო მრავლისმეტყველი გახადა ეს გაკვეთილი.

გ. ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 17 ნოემბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია დოლიძემ და მშობელმა მაია ბოლქვაძემ სტუმრად მოიწვიეს პოეტი დავით მაღრაძე. შეხვედრას უმასპინძლა სკოლის ბიბლიოთეკარმა. X-XI კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კიდევ ერთხელ, დავით მაღაძესთან ერთად გაიხსენეს გალაკტიონი, მისი ცხოვრების ცნობილი თუ უცნობი ფაქტები. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, პოეტმა უპასუხა მოსწავლეთა უამრავ შეკითხვას. შეხვედრის დასასრულს, პოეტმა დავით მაღრაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის დირექციას გულთბილი მასპინძლობისთვის.

2009 წლის 18 ნოემბერს პედაგოგმა ლალი თანიაშვილმა და ლელა გუგუციძემ VI1 მოსწავლეებს გააცნეს გ.ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედბა. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „საუკუნის პორტრეტები“, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეების მხრიდან. მათ გაუჩნდათ უამრავი შეკითხვა, რომლებზეც პედაგოგებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღნიშნულ გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის ხელმძღვანელი და მშობლები.

2009 წლის 18 ნოემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა კლარა ჩანტლაძემ X-XI კლასებში ჩაატარა ღია გაკვეთილი „გალაკტიონი-ლექსის ჯადოქარი“. გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით; მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს გალაკტიონის ნაკლებად ცნობილი ლექსები. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მეშვეობით ნაჩვენები იყო მერი შერვაშიძის, კ.ერისთავის, გ.ტაბიძის ფოტოები. გაკვეთილის დასასრულს კი აჟღერდა გალაკტიონის ხმით წაკითხული ლექსი, მის პოეზიაზე შექმნილი მუსიკა.

2009 წლის 19 ნოემბერს, IX4 „ბუმბერაზის დაბადება“. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ ასათიანმა სტუმრად მოიწვია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ჯულიეტა გაბოძე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა. ქალბატონმა ჯულიეტამ მოსწავლეებს აჩვენა ფირზე აღბეჭდილი, უნიკალური მასალა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების შრსახებ. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ბიოგრაფიული მასალა. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის საშუალებით ნაჩვენები იქნა ფოტო-ვიდეო მასალა.

2009 წლის 20 ნოემბერს IX1 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი „საუკუნის პორტრეტი“. გაკვეთილს უმასპინძლა სკოლის ბიბლიოთეკამ. ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგ ქეთევან ღელაღუტაშვილის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გ.ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება, მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები და ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „საუკუნის პორტრეტები“, ნაკლებად ცნობილი ფოტოები.

2009 წლის 20 ნოემბერს, VI4 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი „ვკითხულობთ გალაკტიონს“ პედაგოგ მარიკა კაციას მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და წერილები. გაიხსენეს პოეტის ცხოვრება და შემოქმედება. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ნაჩვენები იქნა მეტად საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა. გაკვეთილს უმასპინძლა ბიბლიოთეკამ.

ღია გაკვეთილებს ეწრებოდნენ დირექტორის მოადგილეები ქალბატონი მერი ალბორიშვილი, მანანა თურქაძე და ნანა გიორგობიანი, სკოლის ინფორმაციული მენეჯერი თამარ ვერულაშვილი, კათედრის ხელმძღვანელი ლია მამადაშვილი, პედაგოგები და მშობლები.

No comments:

Post a Comment